Friday, January 8, 2016

აბაშა

აბაშა — ქალაქი საქართველოშიაბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასადა ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქ თბილისადან მდებარეობს დაახლოებით 258 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და დღეისათვის მოქმედებს როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი,სამეგრელო-ზემო სვანეთის ფარგლებში. მოსახლეობა 6,4 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიისრეზიდენცია.
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის“ ჭაობია.
ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია. მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა.
ხის სახეობებიდან გვხვდება:
  • მურყანი
  • ჭალის მუხა
  • თელა
  • წიფელი
  • ლეშამბო.
ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, გვხვდება ტურამელამაჩვიკვერნა. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორიშველიხოხობი, რომელთა დასაცავად რიონის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.
ძირითადი ლანდშაფტებია:
  • ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით.
  • ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგები

    ეკონომიკა[რედაქტირება]

    წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობასმებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.

    რელიგია[რედაქტირება]

    მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია–მონასტრები:
    • სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი — სოფ. სუჯუნა
    • ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია — სოფ. მარანი
    • წმ. გიორგის სახელობის ტაძარი — პირველი მაისი
    • მაცხოვრის სახელობის ეკლესია — სოფ. ტყვირი
    • წმ. გიორგის სახელობის ტაძარი — სოფ. გულეიკარი
    • წმ. გიორგის სახელობის ეკლესია — სოფ. გეზათი
    • წმ. გიორგის სახელობის ეკლესია — სოფ. სამიქაო
    • ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია — სოფ. მაიდანი
    • მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — ქ. აბაშა, კვათანის უბანი
    • სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია — სოფ. სეფიეთი
    • მაცხოვრისკარის ეკლესია — სოფ. განათლებისკარი

1 comment:

  1. აუ რა მაგარიააააა. ყოჩაღ კუსა

    ReplyDelete